15:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 17:54:41, 755 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური: ვაზაგაშვილის დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა პირს სამსახურიდან ვერ გავუშვებთ

„პირები, რომელთა ბრალეულობაც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში არ არის გამოკვეთილი უწყებაში კვლავ მუშაობენ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის საეკლესიო პანაშვიდი მიმდინარეობს.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ზურაბ ვაზაგაშვილის დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა პირს, სამსახურიდან ვერ გაუშვებენ.

„ვაზაგაშვილის სპეცოპერაციის საქმეში შეიძლება 100 ან 50 კაცი მონაწილეობდა, მაგრამ ყველას ვერ გავუშვებთ სამსახურიდან. ყველას ბრალი ხომ არ იყო, ის იყო რამდენიმე ადამიანის ბრალი. გამოიკვეთება ეს დამნაშავეები და დაისჯებიან აუცილებლად. რომლებზეც გამოკვეთილი არ არის ბრალეულობა, ისინი უწყებაში კვლავ მუშაობენ“, - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში იური ვაზაგაშვილის საეკლესიო პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იხდის.

სამების ტაძარში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics