15:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 16:03:06, 12714 ნახვა

Lifestyle
კიმ კარდაშიანი სომხეთში გრიგორიანელად მოინათლა და ეგინე გახდა (ფოტო)

კიმ კარდაშიანი სომხეთში გრიგორიანელად მოინათლა და ეგინე გახდა კიმ კარდაშიანი ისტორიული სამშობლოდან სახლში, ლოს-ანჯელესში დაბრუნდა.

ინტერნეტვარსკვლავის "უიქენდი" საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ის გრიგორიანელად ეჩმიაძინის ეკლესიაში მოინათლა. აგრეთვე ის სომხეთის პრემიერს, პრეზიდენტსა და თაყვანისმცემლებს შეხვდა. კიმის და კორტნის ნათლობის ცერემონია ,იუნესკოს მიერ დაცულ ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში, ჩატარდა. ნათლობის დროს კიმს - ეგინე, ხოლო კორტნის გაიანე სახელები მიენიჭათ. ვარსკვლავმა საკუთარი შვილებიც - სეინთი, ჩიკაგო და ფსალომი მონათლა. ცერემონიას კიმის უფროსი ქალიშვილიც ნორტი ესწრებოდა, მაგრამ ის 5 წლის წინ იერუსალიმში მონათლეს და ცერემონიას უბრალოდ ესწრებოდა. კარდაშიანმა "ინსტაგრამში" სურათებთან ერთად საკუთარი შთაბეჭდილებებიც გააზიარა: "მადლობა სომხეთს დაუვიწყარი დღეებისთვის. მადლია, ეჩმიაძინის მონასტერში შვილებთან ერთად მოინათლო, ქვეყნის მთავარ ტაძარში, რომელსაც სომხური სამოციქულო ეკლესიის ვატიკანს ეძახიან. ის 303 წელს იქნა აშენებული", - წერს კიმ-ეგინე.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics