2019-03-17 15:03:42, 3750 ნახვა
Lifestyle
პოპ მეფის ქალიშვილმა პერის ჯექსონმა Leaving Neverland ყურების შემდეგ თავის მოკვლა სცადა
პერის ჯექსონმა, მაიკლ ჯექსონის უფროსმა ქალიშვილმა თვითმკვლელობა სცადა, ამის შესახებ გამოცემა TMZ იუწყება. მათი ინფორმაციით, პერის ჯექსონმა სუიციდს მას შემდეგ მიმართა, რაც HBO-ს დოკუმენტური ფილმი "გასეირნება ნევერლენდში" ნახა.
TMZ -ს ინფორმაციით, პერისმა სავარაუდოდ ვენები გადაიჭრა. ამჟამად მისი მდგომაეობა სტაბილურია.
მედიის ცნობით, სუიციდის მცდელობის შესახებ, ლოს-ანჯელესის პოლიციას შეტყობინება დილის 7:00 საათზე გაეგზავნა.
პერის ჯექსონმა თვითმკვლელობა 2013 წელსაც სცადა. ივნისის დასაწყისში აბები დალია და ვენები გადაიჭრა. გოგონა გადაარჩინეს - იგი ამბობს, რომ უბრალოდ, ყურადღების მიპყრობა სურდა, რადგან სასწრაფოში თავად დარეკა.
პერისის მისი ძმის, პრინს ჯექსონის ბიოლოგიური მშობლები - დები როუ და მაიკლ ჯექსონი არიან.
ავტორი: ,