2015-01-15 18:48:45, 764 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს და ესტონეთს ოსკარზე წარსადგენ ნომინანტთა შორის „მანდარინების“ დასახელებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს და ესტონეთს ოსკარზე წარსადგენ ნომინანტთა შორის ქართულ-ესტონური ფილმის „მანდარინების“ დასახელებას ულოცავს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მილოცვაში აღნიშნა.
„ვულოცავ საქართველოს! ვულოცავ ესტონეთს!
ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმი „ოსკარზეა“ ნომინირებული. "მანდარინები", ხუთ საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორისაა. ყველას გილოცავთ!“,-ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ურუშაძის ქართულ–ესტონური ფილმი „მანდარინები“ ოსკარზე წარსადგენ ნომინანტებს შორის დასახელდა. ოსკარის დაჯილდოვების 87–ე ცერემონია 22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართება. „მანდარინები“ უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ესტონეთის სახელით არის წარდგენილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან