18:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 15:43:10, 883 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი პოროშენკოს ვოლნოვახში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინელ კოლეგას პეტრო პოროშენკოს ვოლნოვახში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.

„შეძრწუნებული ვარ უკრაინის ქალაქ ვოლნოვახში დატრიალებული საშინელი ტრაგედიით, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე ყოვლად აღმაშფოთებელია და მას არ შეიძლება რაიმე გამართლება ჰქონდეს.

საქართველომ კარგად იცის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის ფასი. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და ვიზიარებთ მოძმე უკრაინელი ხალხის ტკივილს.  

ამ განსაცდელის ჟამს მინდა გისურვოთ გამძლეობა, სიმტკიცე და მშვიდობა. გთხოვთ ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს“, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics