|
2015-01-15 11:19:32, 979 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება ნატოს შტაბ-ბინაში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძისა და საგარეო საქმეთა მინსტრის პირველი მოადგილის, დავით დონდუას მონაწილეობით, მიმდინარე წლის 14 იანვარს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, და საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში გატარებული რეფორმები. შეხვედრაზე მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, კერძოდ, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობისა და ავღანეთში ნატო-ს ახალ, „ურყევი მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის. მუდმივმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება და აღნიშნეს, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. წევრმა ქვეყნებმა ასევე მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიური მონაწილება მიიღონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს წევრობისთვის მომზადებას უწყობს ხელს. შეხვედრისას დეტალურად იქნა განხილული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერით წარმოქმნილი საფრთხეები და გამოწვევები. წევრმა ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული, არალეგიტიმური და უკანონო პოლიტიკის გამო. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ნატო-საქართველოს კომისიის გამართვამდე შედგა სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)