2015-03-03 12:41:40, 1096 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ბორის ნემცოვის პანაშვიდს არ ესწრება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდს არ ესწრება.
ამ დროისთვის სახაროვის ცენტრში ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ამასთან, საგმლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობას მოსკოვში აკრედიტებული დიპლომატები, ოპოზიციის ლიდერები და ნემცოვის თანამოაზრეები ღებულობენ მონაწილეობას.
ცნობისთვის, დილიდან მოსკოვში ნემცოვის სამგლოვიარო ცერემონიასთან დაკავშრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებას დაიწყებს. დაკრძალვის ადგილზე 200 პოლიციელი და სპეცრაზმის 100 თანამშრომელი იქნება მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს, რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში ვასილევსკის დაღმართზე ექვსი გასროლით მოკლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან