10:38 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 18:09:03, 1006 ნახვა

რეგიონი
„დელტა” კახეთში სეტყვის საწინააღმდეგოდ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 28-29 მაისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„დელტას“ ცნობით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 28 მაისისი დილის საათებიდან კახეთის რეგიონში  დასავლეთ მიმართულებიდან შემომავალი მასშტაბური ღრუბლის მასები დაფიქსირდა.  27-28 მაისს გორის და დუშეთის რაიონებში მოსული სეტყვის შემდეგ ადგილზე არსებული ნალექის მასები გაძლიერდა და გადაადგილდა აღმოსავლეთით, კახეთის რეგიონის მიმართულებით.

„28 მაისს მთელი დღის განამვლობაში კახეთის რეგიონში მოხდა 6 სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტის შემოსვლა, რომლებიც  97 ერთეული ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტით დამუშავდა, აქტიური ზემოქმედების შედეგად განეიტრალდა და წვიმის სახით ჩამოიცალა 1800 კვ.კმ ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბელი.

28 მაის მიმდინარე ატმოსფერული პროცესები გაგრძელდა 29 მაისსაც, მთელი დღის განმავლობაში რეგიონში შემოვიდა 12 სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი, რომელიც დამუშავდა 35 ერთეული რაკეტით, ამან 4470 კვ.კმ ფართობის ღრუბლის ფრონტი გაანეიტრალა.

რაკეტებით აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების უდიდესი ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის სახით.

აღსანიშნავია რომ 28-29 მაისს დამუშავების პროცესი მთლიანად „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით განხორციელდა, რომლის წარმოებაც „დელტამ“ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო“, - ნათქვამია „დელტას“ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics