2016-05-12 17:59:03, 1146 ნახვა
კომენტარი
გიორგი პაპუაშვილი: სანამ წავალ, რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე გადაწყვეტილებას მივიღებთ
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, ყველა იმ საქმეზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზეა გამოსული განსახილველად, სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამის შესახებ პაპუაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა.
მისივე განმარტებით, "რუსთავი2"-ის, ასევე ეროვნული ბანკის საქმეზე გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი:
"რეზონანსულ საქმეებზე სექტემბრის ბოლომდე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. რამდენიმე მათგანზე უკვე იწერება სარეზოლუციო ნაწილი და განჩინებაც ვვარაუდობთ, რომ მალე გამოცხადდება. მაგალითად, ეროვნული ბანკის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის დამუშავება თითქმის დასრულებულია",-განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოსთვის ეწურება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან