10:38 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-06 13:07:23, 4416 ნახვა

საზოგადოება
თებერვალში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 831 ფაქტი გამოავლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 831 ფაქტი გამოავლინეს.

489 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 138 - ბათუმში, 126 - ქუთაისში, 78  - რუსთავში.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატამენტი ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი -  გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს 2023 წლის სექტემბრიდან ამოწმებს. კონტროლის ღონისძიებების განხორცილებიდან რამდენიმე თვეში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, დეპარტამენტმა  შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო.  სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამოვლენის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური გამზომი ხელსაწყოებით. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, უფრო მეტ ლოკაციაზე და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება შეძლონ. შედეგად, კონტროლი გახდა უფრო მასშტაბური და ეფექტიანი. შედეგად, 2026 წლის პირველ 2 თვეში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 1417 ფაქტი გამოავლინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics