09:51 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 18:02:30, 998 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის, სამინისტროს სიგელით მედდა და ქირურგი დააჯილდოვა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ბათუმის N 4 პოლიკლინიკაში, საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით და აჭარის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის, სამინისტროს სიგელით დააჯილდოვა მედდა, ანტონინა ფომენკო და ქირურგი, აბესალომ აკობია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრთან ერთად, დაჯილდოებულებს საიუბილეო თარიღი მიულოცა დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბადრი კობალაძემ.

"სამინისტროს სახელით, ვულოცავთ ქალბატონ ანტონინას 80 წლის იუბილეს, რომელსაც 64 წლიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება აქვს. ემსახურება უმნიშვნელოვანეს მიმართულებას - მოსახლეობის იმუნიზაციას.

70 წლის იუბილეს ვულოცავთ, ასევე ბატონ აბესალომს. იგი გახლავთ აფხაზეთიდან დევნილი და პოლიკლინიკას 1992 წლიდან შემოუერთდა, მანამდე ქირურგიულ საქმიანობას ეწეოდა ოჩამჩირეში.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და მადლობას გიხდით მაღალპროფესიული საქმიანობისათვის“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics