10:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 12:27:29, 1942 ნახვა

სპეციალური ანონსი
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

2023 წლის 1-5 მაისს, კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ხუციშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან, ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, შიქსინ ჩენთან, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან,  რეიჩელ ტომსონთან, ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, დავიდ კავანოსთან, ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ევგენი ჟუკოვთან, კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან, ჩოო კიუნგ ჰოსთან.

"ქართულ დელეგაციაში, ასევე, არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

ფინანსთა მინისტრი დაესწრება ADB-ის მმართველთა საბჭოსა და  ბიზნეს-სესიას. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი დონის სესიაზე.

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართება ოფიციალური ღონისძიება, სადაც საქართველო  წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა 2024 წელს.

ყოველწლიური შეხვედრის გახსნის დღიდან, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ საქართველოს სტენდთან, დელეგატებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს კულტურისა და ტურისტული შესაძლებლობების ამსახველ საინფორმაციო და ვიდეო მასალას",- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics