2020-10-08 16:44:56, 4131 ნახვა
Lifestyle
სომხებმა და აზერბაიჯანელებმა პენელოპა კრუზის ფოტოზე საჯარო დავა გამართეს
ესპანელი მსახიობის პენელოპა კრუზის "ინსტაგრამ" გვერდი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში მოყვა. მსახიობმა ახალი ფილმის "355" პოსტერი ,სადაც იგი კოლუმბიის დროშის ფონზეა გადაღებული სოც.ქსელში დადო. ზოგიერთმა მომხმარებელმა სურათის ანოტაციის გაცნობისგან თავი შეიკავა და ივარაუდა, რომ კრუზი ამ პოსტით სომხეთს მხარს უჭერს, რასაც საჯარო დისკუსია, სიტყვიერი დაპირისპირება და შეურაცხყოფა მოჰყვა.
კომფლიქტს მსახიობის ახსნა-განმარტებამას ვერ უშველა, პენელოპამ მხარეებს აუხსნა, რომ მისი ფოტო ახალი კინოფილმის "355"-ის პოსტერია და მას კავკასიის რეგიონში არსებულ სიტუაციასთან არაფერი აქვს საერთო.
მთიანი ყარაბაღის კომფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა, შეგახსენებთ, რომ ბაქო და ერევანი ამ რეგიონის თაობაზე 30 წელია დაობენ.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან