2020-03-26 11:25:04, 6790 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფო დღეს COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოში დღეს COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
მისივე თქმით, აღნიშნულ 3 პაციენტს პირველადი ტესტირებით COVID-19 არ უდასტურდება.
„10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და პერიოდულად მიდის მონიტორინგი იმ პაციენტების, რომლებიც შემოდიან, დაავადების ხანგრძლივობის მიხედვით. ჩვენ როცა მათ გამოჯანმრთელებას ველით, მათ კვლევას ვიწყებთ PCR ტესტირების სახით. ასეთი ტესტირება გუშინ იყო ჩატარებული 3 პაციენტთან და იყო უარყოფითი პასუხი, ჩვენ ახლა ველოდებით 24 საათის გასვლის შემდეგ განმეორებით ტესტირებას და მის შედეგებსაც მოგახსენებთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,