2015-07-21 15:24:56, 1070 ნახვა
სხვადასხვა
ილია ჭავჭავაძის მემორიალის ტერიტორიაზე მღვდელი ეკლესიას აშენებს
საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მემორიალის ტერიტორიაზე, მღვდელი ტარიელ სიჭინკილაშვილი ეკლესიას აშენებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2 „ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მღვდელმა სიჭინკილაშვილმა საგურამოში მდებარე ილია ჭავჭავაძის მემორიალთან ღობე მოარღვია და ობელისკამდე მისასვლელი ფილაქნები მოანგრია.
ამასთან, მოძღვარმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, რომ მემორიალთან არსებული მიწის ნაკვეთი მფლობელობაში გადაეცეს.
"დავწერე წერილი, ერთი თვეა მიტანილი გვაქვს, მაგრამ რა ვუყოთ ახლა? მერე რა, რომ ვერ გააკეთეს და თანხმობა დღეს არ მაქვს, ხვალ მექნება, ზეგ მენება",-განაცხადა მღვდელმა ტარიელ სიჭინკილაშვილმა.
ცნობისთვის, ილია ჭავჭავაძის მემორიალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ელის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან