2019-06-18 17:10:05, 4319 ნახვა
ევროპის ამბები
დედა სიდონია: ლგბტ-ზე მეტად, ჩვენს ქვეყანაში სისასტიკესა და პირუტყვს მიმსგავსებულობაში უფრო მეტი საფრთხეა
„ბნელი სინათლის ნაკლებობაა, გავამრავლოთ სინათლე (სათნოება) და შემცირდება ბნელი. აგრესია კი იგივე ბნელია და, სინათლისგან შორსაა.
არა - ვასაძის ინიციატივებს, არ =უდრის - კიი პრაიდს.
ცოტა იაზროვნეთ და ისე იფორიაქეთ და აკომენტარეთ სისულელეები.
ლგბტ - ზე მეტად, ჩვენს ქვეყანაში უვიცობა, ზედაპირულობა, სისასტიკე და პირუტყვს მიმსგავსებულობაში უფრო მეტი საფრთხეა - დეგრადირების.
ეკლესია, ამბიონიდან უნდა ქადაგებდეს ქრისტიანულ ღირებულებებს და მრევლი ისე აღზარდოს, ვერც ლგბტ- მ „აცდუნოს და განრყვნას“ და ვერც ვერავინ. ადამიანებს შინაგანად უნდა ჰქონდეთ ავ-კარგის გარჩევის იმუნიტეტი და აღარ მოუწევთ კომბლებით სირბილი“.
ამის შესახებ მონაზონი დედა სიდონია facebook-ის საკუთარ გვერდე წერს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან