2017-09-06 09:11:29, 2524 ნახვა
Lifestyle
ჯუდი დენჩი: ახალგაზრდა მამაკაცები მიზიდავენ
82 წლის "ჯეიმს ბონდის" ფილმების ვარსკვლავი , ბრიტანელი მსახიობი ჯუდი დენჩი საკუთარ პირად ცხოვრებაზე Daily Mail-ის ჟურნალისტებს უამბო.
"რა თქმა უნდა, ვნებას დღემდე განვიცდი. ეს ოდესმე ქრება?" - ამბობს მსახიობი ინტერვიუში.
აგრეთვე მან თანატოლებს სექსუალური ცხოვრების გაგრძელებისთვის მოუწოდა.
ჟურნალისტის კითხვას მსახიობის ბოლო სკანდალური როლის შესახებ, სადაც მისი სასცენო პარტნიორის როლი 30 წლის ალი ფაზალმა შეასრულა, დენჩმა მორიდებულად უპასუხა: "უბრალოდ ახალგაზრდა მამაკაცებისადმი სისუსტეს განვიცდი". მისივე თქმით, ლონდონში მდებარე "საყვარელი თეთრეულის მაღაზიას" ხანდახან სტუმრობს.
ჯუდი დენჩი "ოსკარის" და "ოქროს გლობუსის" ლაურეატია. მას მონაწილეობა "ჯეიმს ბონდის" 7 ფილმში აქვს მიღებული. აგრეთვე მსახიობს ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა "შოკოლადი", "სიამაყე და ცრურწმენა" და "ჯენ ეირი" აქვს ნათამაშები.
ავტორი: ,