2016-09-07 11:58:34, 3877 ნახვა
კულტურა
სანკტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
რუსეთის პოლიციამ სანკტ-პეტერბურგის აეროპორტის "პულკოვოს" მგზავრთა ნაწილის ევაკუირება მოახდინა.
აღნიშნულ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზად, პეტერბურგის პოლიციამ "უსაფრთხოების უზრუნველყოფა" დაასახელა.
რუსული სააგენტოები წერენ, რომ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, სამართალდამცველები აეროპორტში ნაღმს ეძებენ.
აეროპორტი ამ დროისთვის დახურული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "პულკოვოდან" ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
2014 წელს, ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ აეროპორტის ტერიტორიაზე ნაღმის ძებნა დაიწყო, თუმცა, მაშინ, ეს შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.
მსგავსი ცრუ შეტყობინება, 2014 წელს, მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტშიც შევიდა. .
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან