2015-01-07 19:34:11, 1118 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს უმასპინძლა
შობის დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრმა მეუღლესთან ერთად, სოციალურად დაუცველი 2 ათასი ბავშვი „ყინულის დედოფალზე“ მიიწვია.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარმოდგენას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი ბავშვებთან ერთად დაესწრნენ.
სპექტაკლის დაწყებამდე პრემიერმა და მისმა მეუღლე სტუმრებს თბილისის „ივენთ ჰოლში“ უმასპინძლეს და საახალწლო საჩუქრები პირადად გადასცეს.
თოვლის ბაბუა, ნაძვის ხე, ფიფქების სამყარო და ზღაპრის გმირები -სპეციალურად ბავშვებისთვის „ივენთ ჰოლში“ ზღაპრული გარემო შეიქმნა. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორებმა და მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟებმა იზრუნეს.
პრემიერმა ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან