19:36 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-01 23:28:58, 1800 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მაღაროელების გადამყვანი ავტობუსი დაბომბა, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ენერგეტიკული კომპანია DTEK-ისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მაღაროელების ავტობუსი დაბომბეს, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი გამოცემა „სობიტიეს“ ცნობით, დარტყმის სამიზნე პავლოგრადის რაიონის ქალაქ ტერნოვკაში მდებარე DTEK Pavlogradvugillya-ს მუშები გადაჰყავდა. „რუსეთმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში DTEK-ის მაღაროებზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განახორციელა. ერთ-ერთი დარტყმის სამიზნე სამუშაო ავტობუსი იყო, რომელსაც მაღაროდან ცვლის შემდეგ მაღაროელები გადაჰყავდა. ამჟამად ცნობილია თხუთმეტი მაღაროელის დაღუპვის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, ასევე დაშავდა შვიდი მაღაროელი“, - ნათქვამია DTEK-ის განცხადებაში.

დნეპროპეტროვსკის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ თავდაპირველად 12 დაღუპულისა და შვიდი დაშავებულის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა დრონი გამოიყენეს ერთ-ერთ მაღაროში ავტობუსის დასარტყმელად.

ეს ინციდენტი მოხდა ხარკოვის რეგიონში რუსი ჯარისკაცების მიერ სამგზავრო მატარებლის დაბომბვიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ხელისუფლების ცნობით, ამ თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ქმედებებს ტერორისტული აქტი უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics