|
2016-03-25 18:38:44, 1297 ნახვა
სპორტი
გოგა ხაჩიძე ასწლოვან ტიტაზე: ასეთ კარგ ბედში ჩავარდნილი ხე სხვა არ მეგულება საქართველოში
"ასეთ კარგ ბედში ჩავარდნილი ხე სხვა არ მეგულება საქართველოში", - ამის შესახებ ახალი პოლიტიკური ცენტრის – "გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაჩიძემ "ექსპრესნიუსს" ასწლოვანი ხის გადატანის მიზნით, ურეკის სანაპიროსთან მძიმე ტექნიკის მიერ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განუცხადა. გოგა ხაჩიძის შეფასებით, ქვეყანაში სხვა ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემებია და საზოგადოებამ ყურადღება მათზე უნდა გაამახვილოს: "მე თვითონ ამ ხის მოგზაურობაში, ხის ცხოვრებაში ქვეყნისთვის დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, ტრაგედია გაცილებით სხვა რამეა. უბრალოდ, ეს ისეთი სიმბოლური ამბავი ხდება. ჩემი აზრით, ხდება ძალიან საინტერესო ამბავი, ასეთი ამბავი ჩვენს ქვეყანაში დიდხანს არ მოხდება, რომ არ გვყავდეს ასეთი მილიარდელი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც შეუძლია ასეთი რაღაცის გაკეთება. იმ კონტექსტში, რა საჭიროა, რისთვის უნდა, რა ახირება აქვს, რატომ ამოგზაურებს ამ ხეს, ეს სხვა თემაა, მაგრამ შეიძლება ამ ამბავს შეხედო, როგორც საინტერესო ამბავს. ეს არ არის ყველაზე დიდი უბედურება ახლა, რაც ქვეყანაში ხდება. მეტსაც გეტყვით, ასეთ კარგ ბედში ჩავარდნილი ხე სხვა არ მეგულება საქათველოში. გარემოს დაცვის მინისტრი ვიყავი და ერთ ხეზე ამის ალბათ მეათასედი ფულიც არ დაგვიხარჯავს არასოდეს სახელმწიფოს. ასეც ხომ შეიძლება ამ ყველაფერს შეხედო. ადამიანი თავისი კერძო ფულით "საერთაშორისო მასშტაბის ოპერაციას" აკეთებს, რომელიც თავისთავად ცოტა სამხიარულოც არის, ცოტა ტრაგიკულიც, ცოტა საინტერესოც და ცოტა- უნიკალური. ვფიქრობ, საზოგადოებამ ხე ვაქციეთ ტომარაში ჩადებულ კატად, ჩამოვკიდეთ და მივჩერებივართ, როცა მართლა რეალური პრობლემებია. ხე არ არის ახლა ყველაზე დიდი პრობლემა, არც მეათე და არც მეოცე პრობლემა. არაფორმალური მმართველობა გავაპროტესტოთ, სხვა რამე გავაპროტესტოთ, მაგის დრო გავქვს ახლა?!", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში. შეგახსენებთ, ციხისძირიდან ასწლოვანი ხე გურიაში ორი დღის წინ წაიღეს. 150-მეტრიანი მანძილის დაფარვას სპეცტექნიკამ ორი საათი მოანდომა. ახლა კი, ურეკის სანაპიროსთან მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, რომელიც ხის გადატანის მიზნით, ზღვის ფსკერს თხრის. მსგავსი სიდიდის ხის გადარგვა საქართველოში პირველად ხორციელდება. ასწლოვანი ხე ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადაირგვება.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)