2015-02-14 11:09:18, 1208 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა.
ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს უხელმძღვანელებს.
დოკუმენტის თანახმად, სააკაშვილი რჩევებს მისცემს პრეზიდენტს რეფორმების გატარების საკითხში და ამასთან, მისი რჩევებით მოხდება პრეზიდენტის რეფორმების პაკეტის შემუშავება, რომელსაც პრეზიდენტი უკრაინის რადას დასამტკიცებლად წარუდგენს.
პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში გამოქვეყნებიდან 3 დღეში შევა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან