2015-02-13 13:47:50, 1123 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელი:ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ გააუქმებს
„ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ გააუქმებს და ის ჩვეულებრივ 16 თებერვალს შევა ძალაში“,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 12 თებერვალს „ნორმანდიული ოთხეულის“ 16 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ განაცხდა.
„ბი ბი სის“ ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ახალი სანქციები, რუსეთი მოქალაქე 19 ადამიანის და 9 ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვას ითვალისწინებს.
მერკელის განცხადებით, სწორედ ეს სანქციები მიიღო ევროკავშირმა ბოევიკების მიერ მარიუპოლის დაბომბვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, ევროკავშირის სამიტზე რუსეთისთვის ასევე, ახალი სანქციების შემუშავების სახითხიც დაისვა.
თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი თავის მხრივ თვლის რომ, თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებას შეასრულებს, შესაძლოა მას სანქციები შეუმსუბუქდეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან