16:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 20:24:48, 750 ნახვა

რეგიონი
ქედაში, ლიტერატურული კონკურსი „პაგასის“ დასკვნითი, დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

ქედაში, ლიტერატურული კონკურსი "პაგასის" დასკვნითი, დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, პროექტის მიზანია დამწყები შემოქმედების გამოვლენა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა. კონკურსი რამდენიმე ტურს მოიცავს, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გაიმართა.

"კონკურსის შედეგად ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ფინალისტები გამოვლინდნენ. ნომინაციაში:

"პეგასი 2024"  - ნინი ცინცაძე.

"კრეატიული" - ანანო ბასილაძე;

"პატრიოტული" - ნატალი შაქარაძე;

"თავისუფალი" - მარიამ გოგიტიძე;

"კლასიკური" - თამუნა შავაძე;

"დიალექტური" - ანრი მუთიძე;

პროექტის მხარდამჭერებისაგან და ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან კონკურსის  გამარჯვებულებსა და მონაწილეებს  ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებაში ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბეთლემი" და ფოლკლორული ანსამბლი "ელესა" მონაწილეობდა.

ქედის მუნიციპალიტეტში, ინტერმუნიციპალური ლიტერატურული  კონკურსი "პეგასი"  2020 წლიდან ხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics