2015-01-06 12:48:12, 1463 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთარობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმატს თებერვლის დასაწყისში წარადგენს
„საქართველოს მთარობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმატს თებერვლის დასაწყისში წარადგენს, რაც ტურისტებისთვის საქართველოში ვიზის მიღების შესაძლებლობებს გაამარტივებს“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე 2014 წლის საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკურ მონაცემები შეაჯამა.
მისი განცხადებით, 2014 წელს საქართველოს 5 493 492 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.
ამასთან, საქართველოს 2014 წელს წინა წლებთან შედარებით რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია, რადგან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობიდან 2 218 050 ტურისტია და მათი მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7,4%-ია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან