10:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 11:43:22, 1501 ნახვა

საზოგადოება
ნინოწმინდის რაიონში პოლიციელებმა 200-მდე ადამიანი გადაარჩინეს

პოლიციელებმა ნინოწმინდის რაიონში 200-მდე მოქალაქე გადაარჩინეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი "ფეისბუქის" გვერდზე წერს, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, მოქალაქეები თოვლში ჩარჩნენ.

მისივე ინფორმაციით, გზაში ჩარჩენილი ავტომობილებისა და მოქალაქეების გამოსაყვანად, მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები. 

"სამართალდამცველებმა სამაშველო ჯგუფებთან ერთად დაახლოებით, 200 ადამიანი გამოიყვანეს თოვლიდან-მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, რომლებიც რაიონში მცხოვრები პოლიციელების სახლებში გადაანაწილეს. ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსმა, გიორგი კიკალიშვილმა წლის და სამი თვის ბავშვი მშობლებთან ერთად თოვლიდან გამოიყვანა და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ სამუშაოებს, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავთ და უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ. ადგილზე საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა მუშაობს, აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები",-წერს ნინო გიორგობიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics