2015-02-02 15:19:57, 831 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: გიორგი ცააძე თავს დამნაშავედ არ თვლის
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე დროებითი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ცააძეს ადვოკატმა ინგა სეხნიაშვილმა განუცხადა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ სცნობს.
„გიორგი ცააძეს ბრალი ჯერ არ წარედგინა. მას ბრალდებულის დაკავების ოქმი გადაეცა. ამჟამად ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როდესაც ცააძეს პროკურატურაში განუმარტეს, თუ რისთვის იყო ის დაკავებული, მან განაცხადა, რომ აღნიშნულ დანაშაულში ბრალი არ მიუძღვის და თავს დამნაშავედ არ თვლის“, – აღნიშნა სეხნიაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, ცანავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებითაა დაკავებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან