10:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 11:52:06, 1196 ნახვა

კომენტარი
მიხეილ ხუციშვილი: ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატები ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ გენერალური დირექტორის მიხეილ ხუციშვილის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატები ერთ-ერთ ოთახში ჰყავთ  ჩაკეტილი და არ უშვებენ.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, მისთვისაც გაურკვეველია, თუ რატომ არ იწყება ყრილობა.

„ ჩვენთვისაც გაურკვეველია რატომ არ იწყება ყრილობა. დელეგატები ჩაკეტილი ჰყავთ ოთახში და არ უშვებენ გარეთ. როგორც მე ვიცი არკვევენ შიგნით რა მოხდება. ამ ეტაპზე როგორც ჩემთვის არის ცნობილი 17 -18 დელეგატმა გაიარა რეგისტრაცია და ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ფედერაციაში და მოიაზრებიან რეზის მხარდამჭერებად, იმ ხალხს რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლიათ. მომხრე ვარ, რომ მედია შევიდეს დარბაზში, გააშუქოს და მთელმა საქრთველომ გაიგოს რა ხდება ქართულ ფეხბურთში და ყრილობაზე. დაძაბულობა რა თქმა უნდა, პიკს აღწევს. თავიდან ნორმალურად დაიწყო ყველაფერი და არ მოასწავებდა იმას რაც ახლა ხდება“,- განაცხადა მიხეილ ხუციშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა.

თუ რის გამო არ იწყება საარჩევნო ყრილობა, ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარი არ გაკეთებულა.

საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics