10:26 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 17:10:10, 949 ნახვა

ლევან ხაბეიშვილი - მობილიზებული ჰყავთ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი კრიმინალები

„მობილიზებული ჰყავთ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი კრიმინალები“, - ამის შესახებ „ენმ-ძალა ერთობაშია-ს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ხელოვნურად ამძაფრებენ სიტუაციას, ამომრჩევლის დაშინების მიზნით.

„ჩემი ინფორმაციით, გლდანში საარჩევნო უბანზე მოხდა გასროლა, ერთ-ერთი დამკვირვებლის მისამართით, ამ დროისთვის მე, ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ, 

მათ მობილიზებული ჰყავთ კრიმინალები და მათი უმრავლესობა ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, 49-ე საარჩევნო უბანზე ვეხვეწებოდი პოლიციას, რომ ორი მსგავს მდგომარეობაში მყოფი პიროვნება ნარკოლოგიურში გადაეყვანათ,

გლდანის საარჩევნო უბნებზე ხელოვნურად ამძაფრებენ სიტუაციას, რომ ის ამომრჩევლები ვინც ჯერ არ მისულან არ დააფიქსირონ თავიანთი ხმა. 

მინდა მოვუწოდო იმ ამომრჩევლების, რომლებიც ჯერ არ იმყოფებიან უბნებზე, მობრძანდით და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი, ჩვენ გარანტირებულად დავიცავთ თქვენს ხმებს. 

ახლა მინდა კონკრეტულ დარღვევებს შევეხო, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, სამგორის რაიონში 39-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ ჩვენს დამკვირვებელს, ასევე თავს დაესხნენ გოგონას, რომელიც იღებდა სიებს და თანხის გადაცემის პროცესს, ასეთი ფაქტი მოხდა კიდევ 49-ე უბანზეც, აქაც ჩვენს დამკვირვებლებს დაესხნენ თავს.

ამის ფონზე ხელისუფლება და პოლიციის ინსტიტუტები მთლიანად ჩამოშლილია, ისინი არ რეაგირებენ  არანაირ დარღვევაზე, არავის არ აკავებენ და არ უზრუნველყოფენ საარჩევნო გარემოს მშვიდობიან გარემოში ჩატარებას.

რა თქმა უნდა იწერება საჩივრები, იმ უბნებზე სადაც სამართალდარღვევები ხდება.

კომიკური სიტუაცია შეიქმნა, რადგან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავიანთ კრიმინალებს თვითონ ამშვიდებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ არ შეიძლება მსგავსი ქმედებები. 

მათაც უჭირთ მეგობრებო კრიმინალის შეჩერება“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics