03:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 09:08:26, 951 ნახვა

მარნეულის საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა

 

პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ზურაბ ჭონიაშვილის მხრიდან მასზე ზეწოლა განხორციელდა.

გიორგი მუმლაძის ინფორმაციით ხსენებული პირი საკრებულოს წევრია და მასზე ძალადობის მცდელობა 29 ოქტომბერსაც ჰქონდა.

„ზურაბ ჭონიაშვილმა ჩემზე ზეწოლა განახორციელა,  ეს ადამიანი გახლავთ ქართული ოცნების წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი.

მეუბნებოდა „გადი თორე არვიცი რას გიზამო“,  ეს არის გაგრძელება იმის, რაც მოხდა 29 ოქტომბერს, პოლიციელების თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“, - აღნიშნავს გიორგი მუმლაძე.

მისივე თქმით, ზურაბ ჭონიაშვილი უბნებოდა შემდეგს, „ეხლავე გაყარე ეს ტელევიზიები აქედან“.

„მე რა უფლება მაქვს მედიის წარმომადგენლები საიდანმე გავყარო, ეს ადამიანი, ასევე ემუქრებოდა ჯეიჰუნ მუჰამედალისაც , სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ დამკვირვებლებს საარჩევნო უბანზე ყოფნას უკრძალავენ“, - აცხადებს პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics