2015-08-25 10:41:05, 991 ნახვა
სხვადასხვა
ზუგდიდის შვიდ სოფელში ერთდროულად მოსაცდელების მშენებლობა მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში ერთდროულად მოსაცდელების მშენებლობა მიმდინარეობს.
როგოგრც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს , სოფლის კრებებზე ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით პროირიტეტად დასახელდა სოფლებში მოსაცდელების არსებობა.
მათივე ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ერთდროულად 7 ადმინისტრაციულ ერთეულში: ტყაია, ოქტომბერი, ნაწულუკუ, ერგეტა, კორცხელი, რუხი (სათოდუოს უბანი) და ჭკადუაშში (საპაპაოს უბანი) კეთდება მოსაცდელები.
აღნიშნული ნაგებობა მოსახლეობას ნალექიან და მზიან ამინდში თავშესაფრის საშუალებას მისცემს. მოსაცდელების მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან