15:09 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 12:45:50, 7243 ნახვა

სხვადასხვა
შოთა რეხვიაშვილმა და დავით შერაზადიშვილმა სოფელ ბალიჭში სამკურნალო დანიშნულების მქონე საპნების საწარმო მოინახულეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ ბალიჭში საპნების საწარმო „დემა“ მოინახულეს.

შოთა რეხვიაშვილი და დავით შერაზადიშვილი სამკურნალო დანიშნულების მქონე საპნების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ბოლნისელმა პედაგოგმა, „დემას“ საპნების დამზადება, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოპოვებული 5 ათას ლარიანი დაფინანსებით დაიწყო, წარმოებისთვის საჭირო პროდუქცია და ინვენტარი შეიძინა და ადგილზე რამდენიმე ადგილობრივიც დაასაქმა.

17 სახეობის, სამკურნალო თვისებებისა და ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგო საპონის შეძენა სხვადასხვა სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ საპონი ხელით, მინიმალური ელექტრო ჩარევით მზადდება და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics