|
2019-03-16 18:38:09, 3219 ნახვა
სამხედრო
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპულები ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე“-ზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მინისტრი სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდა. სამოქალაქო პანაშვიდს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სამების საკათედრო ტაძრიდან ნეშტები ვაშლიჯვარში, ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე“-ზე გადაასვენეს, სადაც სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამშობლოს გმირების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა. „მათი გმირობის მაგალითი ჩვენ უფრო გვიძლიერებს პასუხისმგებლობას, რათა მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან, ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრება. ეს არის თითოეული ჩვენგანის საერთო ეროვნული ინტერესი და მე დარწმუნებული, ვარ რომ ჩვენი პასუხისმგებლობით შევძლებთ იმ ოცნებების და მიზნების რეალიზებას, რასაც ჩვენი გმირები შეეწირნენ“, - განაცხადა ლევან იზორიამ. დაკრძალვის ცერემონიას დაღუპულთა ოჯახის წევრები, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი და ვეტერანები დაესწრნენ.
(NS)
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)