15:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-16 14:20:18, 1245 ნახვა

მსოფლიო
სასამართლომ ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს მუჰამედ მურსის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ქაიროს სასამართლომ ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს მუჰამედ მურსის და მოძრაობა „ძმები მუსულმანების“ 105 აქტივისტს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

პროკურატურა მურსის სახელმწიფოს ღალატს, ჯაშუშობას და ციხიდან გაქცევას ედავებოდა. სასამართლომ მურსი სამივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ეგვიპტის უზენაესმა მუფტიმ შაულქი ალამმა უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, მურსი თანამდებობიდან 2013 წლის 3 ივლისს შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალებისას გადააყენეს. ოპოაზიცია მას ხელისუფლების უზურპაციასა და ქვეყნის ისლამიზაციაში ადანაშაულებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics