10:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 17:45:13, 1591 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბიბილაშვილი მერაბიშვილზე: ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეულა, შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, პარტიის ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეულა, შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი ვანო მერაბიშვილის გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც მერაბიშვილი წერს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განუცხადებია.

ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ბიბილაშვილი აცხადებს, ყრილობამ არსებული სტატუს კვო უბრალოდ ძალაში დატოვა და მოქმედი გენერალური მდივანი არ გადააყენა.

„ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეულა. შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო. ყრილობამ უბრალოდ ძალაში დატოვა არსებული სტატუს კვო და არ გადააყენა მოქმედი გენერალური მდივანი, რადგან ეს იქნებოდა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული თამაშის წესების მიღება, რასაც არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ. მეტიც, ეს გაუგებარი იქნებოდა საზოგადოებისთვის, მით უფრო იმ პირობებში, როცა ვანო მერაბიშვილს არც ერთხელ საჯაროდ არ დაუფიქსირებია თავისიპ ოზიცია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, როცა ეს პოზიცია დაფიქსირდება, მას პატივს ვცემთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილი არაა, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ, ციხისა თუ მოცემულობის ტყვეობაში ამყოფოს ადამიანები“, - წერს ზაზა ბიბილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7 ყრილობა გაიმართა. ყრილობას პარტიის ლიდერები, დელეგატები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვით მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics