2017-01-20 15:18:06, 1846 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სანდრა რულოვსი: იმხელა ძალაა მიშაში, რომ ზოგიერთებს მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ
"თქვენ აძლიერებთ პარტიას, მიშას და ასევე მიშა გაძლიერებთ თქვენ", - ასე მიმართა სანდრა რულოვსმა „ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის მონაწილეებს.
მისი თქმით, მიხელ სააკაშვილი ყველაზე მობილიზებულია მაშინ, როცა წინააღმდეგობას აწყდება.
" თქვენგან ტაშს არ ვიმსახურებ. თქვენ უფრო დიდ ტაშს იმსახურებთ, იყო დაკითხვები, დაპატიმრება, ჯანმრთელობის ფასად ბევრმა ადამიანმა ცივი უარი მიიღო სამინისტროში თუ გამგეობაში იმიტომ, რომ ამ პარტიის წევრი იყო. რაც არ უნდა მოქალაქეობა წაართვან, ის მაინც საქართველოს მოქალაქეა.სადაც არის მიშა, იქ ქმნის ამინდს. იქაა წარმმართველი ძალა და ეს თქვენი დამსახურებაა",- მიმართა სანდრა რულოვსმა ყრილობის მონაწილეებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან