15:05 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 14:53:25, 2201 ნახვა

კომენტარი
მაღლაფერიძე: არ გამოვრიცხავ საზმაუზე ჟურნალისტები GDS-დანაც გადმოვიდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლადარჩეული გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მაუწყებელზე მისი მთავარი საყრდენი იქ მომუშავე ჟურნალისტები იქნებიან. 

ამასთან, მაღლაფერიძეს თქმით, ის საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა ჟურნალისტები სხვადასხვა ტელევიზიიდან გადავიდნენ.

"საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს თავისი სტრატეგია. ჟურნალისტები საქართელოში მუდმივად განიცდიან როტაციას. განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები, მაგრამ ნებისმიერი ტელევიზიიდან შეუძლია გადმოვიდეს აქ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ნებისმიერ ტელევიზიაში შეიძლება გადავიდნენ. თუმცა, ჩემი ძირითადი საყრდენი იქნებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს GDS, იმედი, ან სხვა", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

ცნობისთვის, ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის ყოფილი მთავარი პროდიუსერია.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics