15:54 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 14:33:08, 1975 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ზვიად ძიძიგური: ლარი მალე დასტაბილურდება, აჟიოტაჟს არ აჰყვეთ

„ეს აჟიოტაჟი ძალიან მალე ჩაცხრება და ლარი დასტაბილურდება“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, განგაშის საფუძველი არ არსებობს.

„ მთავრობა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ღონისძიებებით წარსდგა პარლამენტის წინაშე და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რომ ლარის დასტაბილურებას შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, განგაშის საფუძველი არ გვაქვს და არც გვექნება მომავალში. შარშანაც იყო ასეთი აჟიოტაჟი და ვინც ლარი დოლარზე გადაახურდავა, დაზარალდა. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ამ აჟიოტაჟს არ აყვნენ”, -  აღნიშნა ძიძიგურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics