02:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 15:48:43, 855 ნახვა

სხვადასხვა
სოფლის მეურნეობის სამინიტროს კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზაზე საგაზაფხულო ხორბლის ჯიშის გამოცდა დასრულდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლოჯისტიკურმა კომპანიამ   სამცხე-ჯავახეთში ელიტური საგაზაფხულო ორთესელა ხორბლის პირველი მოსავალი მიიღო. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ხორბლის ჯიში (აფინა) უნიკალური თვისებებით გამოირჩევა.

კერძოდ, თუ ფერმერს კლიმატური პირობების გამო საშემოდგომო ნათესი დაუზინადება, მას გაზაფხულზეც შეუძლია ხორბლის დათესვა და მოსავლის მიღება.

მათივე ცნობით, საგაზაფხულო ორთესელა ხორბლის ჯიშისსაშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 3 - 5 ტონაა. საგაზაფხულო ხორბლის მარცვლიდან სათესლე მასალა დამზადდება, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გავრცელდება.

აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რათა რეგიონი მაღალხარისხიანი საგაზაფხულო და საშემოდგომო სათესლე მასალით მომარაგდეს.

სამცხე-ჯავახეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზაზე, მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის მიერ საგაზაფხულო ერთწლოვანი კულტურების მოსავლის აღება-დაბინავება მიმდინარეობს.

მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანია ერთწლოვანი კულტურების ჯიშთა გამოცდას საქართველოს 6 რეგიონში ახორციელებს. წელს სრულდება გამოცდის სამწლიანი კურსი, რომლის შედეგადაც, რეგიონების მიხედვით გამარჯვებული საშემოდგომო და საგაზაფხულო ერთწლოვანი კულტურების ჯიშები გახდება ცნობილი. მოგვიანებით მათ სამეწარმეო ტერიტორიაზე გადაიტანენ და ფერმერებს  მაღალხარისხოვანი სათესლე მასალას მიაწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონს წარმოადგენს, სადაც ეკოლოგიური და ნიადაგურ-კლიმატური პირობები მრავალი კულტურის, მათ შორის, მარცვლეულის, როგორც სასურსათო-სამეურნეო, ასევე ხარისხოვანი, ჯანსაღი სათესლე მასალის წარმოების საშუალებას იძლევა.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics