|
2016-09-20 19:28:14, 688 ნახვა
სამხედრო
ევროკავშირის დელეგაცია IV მექანიზირებულ ბრიგადას ესტუმრა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის (CivCom) დელეგაცია იმყოფება. დღეს ევროკავშირის წარმომადგენლები მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადას ესტუმრნენ. უცხოელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ უმასპინძლა. ბაზაზე სტუმრობისას ბრიგადის ხელმძღვანელობამ დელეგაციის წევრებს საქართველოში სამხედრო და უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემოსა და ადგილზე განთავსებული ქვედანაყოფის შესახებ მოკლე პრეზენტაცია წარუდგინა. ევროპელი სტუმრებისთვის ბრიგადის ძირითადი აღჭურვილობის შესახებ მცირე გამოფენაც მოეწყო. კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის საველე ვიზიტები მისიებში რეგულარულად ხორციელდება, რაც დელეგატებს საშუალებას აძლევს იურთიერთონ და მოსაზრებები გაცვალონ სხვადასხვა ადგილობრივ აქტორებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)