|
2015-01-09 11:39:55, 1121 ნახვა
სამართალი
ჩაჩუას დღევანდელ პროცესზე შესაძლოა, ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის ამსახველი ვიდეომასალა აჩვენონ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანაის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დღევანდელ პროცესზე შესაძლოა, საქმეში ბრალდებული ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე და დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია დაიკითხოს, ან ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის ამსახველი ვიდეომასალა აჩვენონ. "ძალზედ მნიშვნელოვანი მოწმეები არიან. უშუალოდ ჟვანიას დაცვის წევრი და დაცვის უფროსი და ასევე არის დარჩენილი ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც არის ის ვიდეომასალა, რომელიც ასახავს ექსპერტიზას გვამებზე. ამ ორიდან, თუ რომელი იქნება უშუალოდ ამ აღნიშნულ პროცესზე, ჩვენ წინასწარ არ ვიცით, ვინაიდან პროკურორები მას არ გვატყობინებენ, მაგრამ სავარაუდოდ, ამ ორიდან ერთ-ერთი დღევანდელ პროცესზე იქნება განხილული",-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)