11:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 20:17:51, 630 ნახვა

სამხედრო
ანა დოლიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილეს, საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს საქართველოში კარლო ნატალეს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილი საგამოძიებო ღონისძიებები წარმოადგენდა.

„თავდაცვის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტურად და სწრაფად გამოვიძიოთ ის ბრალდებები, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს წაუყენეს. შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას სხვადასხვა უწყებებთან, პირველ რიგში, ევროკავშირის მისიასთან საქართველოში, რადგან, სწორედ, ევროკავშირის ფარგლებში იყო ეს სამხედრო მისია წარმართული. შესაბამისად, ამ შეხვედრაზე განვიხილეთ, რას აკეთებს თავდაცვის სამინისტრო, რა ნაბიჯები გადაიდგა და რა ნაბიჯები იქნება გადადგმული. ასევე ვისაუბრეთ დახმარებაზე, რომელიც შეუძლია ევროკავშირს შემოგვთავაზოს იმისათვის, რომ ჩვენს ყველა კითხვას მართებულად და სწრაფად გავცეთ პასუხი“,- აღნიშნა ანა დოლიძემ.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო ჯგუფი უახლოეს პერიოდში გაემგზავრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics