15:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-12 11:08:13, 575 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას.

პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში უკვე გაემგზავრა, სადაც 13 იანვარს ფორუმში ევროპის წამყვან პოლიტიკოსებსა და ექსპერტებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს ეძღვნება.

"თავისუფლება შეტევაში: ბრძოლა უსაფრთხო ევროპისთვის“ Renew Europeis - ის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ესწრება ასევე, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

ფორუმზე თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე, ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გზებს განიხილავენ. 

ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „დემოკრატიის ფარი“, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვასა და მედიის თავისუფლებას ეძღვნება.

პანელის მონაწილეები იქნებიან: ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო, (სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი მარიჯე შააკე და ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენელი.

დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ევროკავშირისა და NATO-ს საკითხებში უფროსი კორესპონდენტი ტერი შულცი. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები და ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან", - აცხადებს პრესსამსახური.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics