2026-01-08 09:48:04, 581 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანელი ჩინოვნიკი: ირანი ოქროს ექსპორტითა და უსაფრთხოების გაძლიერებით „დამხობის შემდგომი ცხოვრებისთვის“ ემზადება
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა და ყოფილმა უშიშროების მინისტრმა ტუგენდატმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით ოქრო გადის ექსპორტზე, რაც, მისი თქმით, მიუთითებს, რომ მთავრობა შესაძლო კოლაფსისთვის ემზადება.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ ეშვებიან თეირანში რუსული სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც, სავარაუდოდ, იარაღსა და საბრძოლო მასალას გადაჰქონდათ. ასევე არსებობს ცნობები ოქროს დიდი მოცულობის ექსპორტის შესახებ“, - განაცხადა ტუგენდატმა პარლამენტის სხდომაზე და დასძინა, რომ ეს ასახავს ისლამური რესპუბლიკის მზადყოფნას „დამხობის შემდგომი ცხოვრებისთვის“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,