09:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-04 15:47:36, 513 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1,8 მილიარდი ევროს დახმარების მეხუთე ტრანში დაამტკიცა

უკრაინა 1.8 მილიარდ ევროზე მეტ ფინანსურ დახმარებას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელმაც დაამტკიცა „Ukraine Facility“-ის პროგრამის მეხუთე რეგულარული გადახდა. თანხა გაიცემა მას შემდეგ, რაც უკრაინამ წარმატებით შეასრულა მეხუთე გადახდისთვის საჭირო ცხრა კრიტერიუმი და დამატებით - ერთი შეფერხებული ვალდებულება მეოთხე ეტაპიდან. დახმარების მიზანია უკრაინის მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცება და სახელმწიფო ადმინისტრაციის უწყვეტი მუშაობის მხარდაჭერა.

გადახდები მჭიდროდ არის დაკავშირებული „უკრაინის გეგმასთან“ (Ukraine Plan), რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის აღდგენის, მოდერნიზაციისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საჭირო რეფორმების განხორციელების სტრატეგიასა და გრაფიკს.

ცნობისთბის, „Ukraine Facility“ ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა და მოიცავს 50 მილიარდ ევრომდე დაფინანსებას (გრანტებისა და სესხების ფორმით) 2024–2027 წლების განმავლობაში უკრაინის აღდგენისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად. ამ თანხიდან 32 მილიარდი ევრო განკუთვნილია უშუალოდ უკრაინის გეგმით გათვალისწინებული რეფორმებისა და ინვესტიციების დასაფინანსებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics