23:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-29 16:45:55, 1374 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ლელოს“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის გამო.

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ლელოს“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის გამო.

პროკურატურამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით.

„ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების ფარგლებში, ასევე დაიკითხება აუდიოჩანაწერში ნახსენები პირი“, - განუცხადეს პროკურატურამ „ინტერპრესნიუსს“.

ცნობისთვის, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, ადასტურებს კოალიციის ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის მიმართ ზეწოლის, ძალადობის გამოყენების, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობას, „რის შედეგადაც მან მოხსნა თავისი კანდიდატურა“.

როგორც „ლელო - ძლიერი საქართველო“-სა და „გახარია საქართველოსთვის“-ს მერობის ერთობლივმა კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, კიზილაჯლოში „ლელო - ძლიერი საქართველო“-ს მაჟორიტარი კანდიდატის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ადგილობრივი პოლიციის ჩართულობით ზეწოლა ხორციელდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics