08:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-20 00:17:03, 1907 ნახვა

სამართალი
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 525 ადამიანი გააძევეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან ივნისამდე საქართველოდან 525 ადამიანი გააძევეს, რაც უკვე აღემატება წინა წელს გაძევებულთა რაოდენობას - 363-ს.

სტატისტიკის მიხედვით, წლის პირველ კვარტალში 219 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა, ხოლო მეორე კვარტალში ეს რიცხვი 306-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გაძევებულთა ეროვნებას, წლის პირველ 6 თვეში საქართველოდან გაძევებულ მოქალაქეთა ყველაზე დიდი რაოდენობა ინდოელი იყო, შემდეგ მოდიან ირანი და ჩინეთი.

2025 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან გაძევებული მოქალაქეების განაწილება ეროვნების მიხედვით ხუთეულში შემდეგი იყო:

ინდოეთი - 89 დეპორტირებული;
ირანი - 82 დეპორტირებული;
ჩინეთი - 62 დეპორტირებული;
თურქეთი – 55 დეპორტირებული;
რუსეთი - 33 დეპორტირებული.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოდან დეპორტირებული პირების 32.57% ინდოეთის ან ირანის მოქალაქეები იყვნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics