14:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-08 17:47:38, 1446 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, AI-ის ბიზნესში გამოყენებაზე კიდევ ერთი ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. პლატფორმა ბიზნეს 360° ფარგლებში, 9 ივლისს, 17:00 საათზე, ბანკი კვლავ უმასპინძლებს  ვორკშოპს თემაზე — „AI-ის გამოყენება ბიზნესში“.

ვორკშოპს გაუძღვება ტატა მომცემლიძე, Cluster Product Owner საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტში. მას AI-ზე დაფუძნებული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ამ თემაზე ჩატარებულ ვორკშოპზე - 200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი დარეგისტრირდა.

რატომ უნდა დაესწროთ ვორკშოპს?

  • გაეცნობით, როგორ გამოიყენოთ AI მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
  • ისწავლით ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესში;
  • გაიგებთ, როგორ ვითარდებოდა გენერაციული მოდელები და რა განსხვავებაა მათ შორის;
  • იხილავთ მაგალითებს რეალური კომპანიებიდან — როგორ იყენებენ AI-ს ოპერაციული ამოცანების გამარტივებისთვის;
  • შეისწავლით პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და მეთოდებს;
  • გაიღრმავებთ ცოდნას მონაცემთა დაცვისა და სისტემის უსაფრთხოების მიმართულებით.

ღონისძიება  ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ დისკუსიაში, სპიკერსდაუსვან კითხვები  და განიხილონ კონკრეტული ბიზნეს საჭიროებები.

ღონისძიება  საქართველოს ბანკის ინოვაციურ სივრცეში, 4B ფილიალში, ალ. ყაზბეგის N15, 9 ივლისს, 17:00 – 19:00 საათზე ჩატარდება

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილიაინიციატივა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას, რაც ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics