2025-06-28 12:21:17, 754 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერი - ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრებს არ ვგეგმავ
ევროპაში რუსეთ-უკრაინის ომის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი თანხვედრაა, მჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შეფასებას უახლოვდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მერცს ჟურნალისტმა ჰკითხა: ფიქრობს თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინისგან დისტანცირებას ახდენს.
როგორც გერმანიის კანცლერმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ტრამპი სულ უფრო სკეპტიკური და კრიტიკული ხდება.
„აშშ-ის პრეზიდენტი სულ უფრო სკეპტიკური და კრიტიკული ხდება. ეს პროცესია. ევროპაში ამ ომის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი თანხვედრაა. მე მჯერა, პრეზიდენტი ტრამპი ამ შეფასებას უახლოვდება“, – განაცხადა მერცმა.
ამასთან, მერმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრებს არ გეგმავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,