2025-06-27 15:39:52, 800 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ სირსკი - ყველაზე ცხელ წერტილში, პოკროვსკის მიმართულებით რუსეთს 111 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე ცხელ წერტილში, პოკროვსკის მიმართულებით რუსეთს დაახლოებით 111 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, რაც ომის დაწყებიდან დღემდე, მოსკოვის მიერ ჯარისკაცების ყველაზე მასშტაბური მობილიზებაა.
მისი თქმით, პოკროვსკის მიმართულება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის მთელ 1200-კილომეტრიან მონაკვეთზე ყველაზე ცხელი რჩება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით, ყოველდღიურად სულ მცირე ორმოცდაათი საბრძოლო შეტაკება ხდება და მტერი არ წყვეტს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის გარღვევის მცდელობებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,